24 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
უშვილო წყვილებისთვის სამედიცინო პროცედურების დაფინანსება - საქველმოქმედო აქცია თბილისში 

უშვილო წყვილებისთვის სამედიცინო პროცედურების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ფონდმა სახელწოდებით "შენთვის" საქველმოქმედო ვახშამზე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და წევრები, დიპლომატიური კორპუსი, ბიზნესის, მედიისა და კულტურის წარმომადგენლები შეკრიბა.

საღამოს დასასრულს გაიმართა ქართველი მხატვრების ნახატებისა და ნაკეთობების აუქციონი. შემოსული თანხა უშვილო წყვილებისთვის სამედიცინო პროცედურების ჩატარებას მოხმარდება.

დღის ამბები