19 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
"გინდათ ქალი? -ქალმა უნდა მოუაროს, იზრუნოს ამ დაუცველ თუ ნაკლებად დაცულ კატეგორიებზე“ - სალომე ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრები თბილისში, ვარკეთილში დაასრულა. შეხვედრისას საუბრის ძირითადი ნაწილი კანდიდატმა ახალგაზრდებს და მათ განათლებას დაუთმო.

წინასაარჩევნო პერიოდში ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატის ბოლო შეხვედრა ამომრჩეველთან.

არჩევნებამდე 3 დღით ადრე კი იგეგმება ყრილობა, სადაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი მხარდამჭერები მიიღებენ მონაწილეობას.

„ყველა ვინც აქ დგას, პირველ რიგში დედები თქვენ  გითხრათ, რაც ეხება ნარკოტიკებს დფ მარიხუანას ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად,  რომ გავაფრთხილოთ ახალგაზრდობა რომ ეს არის  ძალიან დიდი საფრთხე მათთვის,ძალიან დიდი საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის, ძალიან დიდი საფრთხე ამ ქვეყნისთვის.

ასევე უნდა მივხედოთ ყველა იმ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც სჭირდება მეტი ზრუნვა სახელმწიფოსგან. იმიტომ რომ ეს არის ქალის მოვალეობა

გინდათ ქალი? -ქალმა უნდა მოუაროს, იზრუნოს სწორედ ამ დაუცველ თუ ნაკლებად დაცულ კატეგორიებზე“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები