13 ნოემბერი 2018,   23:09
ვრცლად
აშშ-ს “იარაღის კონტროლის შეთანხმებიდან” გასვლის გადაწყვეტილება - ტრამპის მრჩეველი მოსკოვში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის ვიზიტი მოსკოვში - საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ “იარაღის კონტროლის შეთანხმებიდან” გასვლის გადაწყვეტილება იქნება.

ჯონ ბოლტონი უკვე რუსეთის დედაქალაქში იმყოფება. ის ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს.

1987 წლის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა. შეთანხმება რომელიც ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედ ყველა ბირთვულ და არაბირთვულ რაკეტას კრძალავს, რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ გაფორმდა. კრემლი შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებით დაემუქრა.

დღის ამბები