19 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - ჩინეთის პროვინციაში მაღაროელების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ჩინეთის შანგ-დონგის პროვინციაში მეორე დღეა შახტში ჩარჩენილი 18 მაღაროელის გადარჩენას ცდილობენ. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

შახტის გვირაბის ჩამონგრევას უკვე ემსხვერპლა 2 ადამიანი, ათობით კი დაშავდა.

უბედური შემთხვევის დროს შახტში სულ 22 მუშა იმყოფებოდა. ამ დრომდე მაშველებმა მხოლოდ ორის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე ასობით მაშველია მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია ავარიის მიზეზი.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები