20 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
კოლუმბიაში მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მოხდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა 3 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ადგილზე მისულმა მაშველებმა და მოხალისეებმა ადგილობრივების გადარჩენა ვერ შეძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ. სამძებრო სამუშაოებში რამდენიმე ათეული მაშველია ჩართული.

დღის ამბები