25 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზურაბიშვილი და მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას ცდილობს - სიხარულიძე

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი ამომრჩეველს მოუწოდებს, საარჩევნო ურნებთან მისვლამდე გაითვალისწინონ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი და მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

დავით სიხარულიძის განცხადებით, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ამ ადამიანების მხრიდან ადგილი აქვს ყალბი ნარატივის გავრცელებას, სადაც საქართველო სრულად ან ნაწილობრივ ომის დაწყებაშია დადანაშაულებული.

„შეშფოთებას, რა თქმა უნდა, იწვევს სალომე ზურაბიშვილის და ზოგადად მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, აქ აშკარაა ყალბი ნარატივის გავრცელების მცდელობა, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად ქართული მხარე იქნას დადანაშაულებული, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ჯერ ერთი სიმართლეს არ შეესაბამება და მეორე არის აშკარად საწინააღმდეგო საქართველოს ეროვნული ინტერესების გასათვალისწინებელი ფაქტორია, როდესაც ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ვის მივცეთ ხმა"-ამბობს დავით სიხარულიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები