20 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტომობილი ამობრუნდა - მძღოლი დაშავებულია

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მისაბმელიანი ავტომობილი სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ავტომობილის მძღოლი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები