23 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
გაუპატიურებაში ბრალდებული ჯარისკაცის საქმე - ვიდეომასალა და ეჭვი აგენტ-პროვოკატორზე  

გაუპატიურებაში ბრალდებული ჯარისკაცის საქმე - აგვისტოს ომის მონაწილის საქმეში „შაბათის კურიერის“ რეპორტაჟი მთავრი მტკიცებულება ხდება. პროცესზე, რომელიც დღეს საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე დაიხურა, მოსამართლემ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები საქმეში ჩადო. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბენზინგასამართ სადგურზე გადაღებული ვიდეომასალა პირდაპირი დასტურია, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს აგენტ პროვოკატორი შეუგზავნეს, რომელმაც გაუპატიურების სცენა გაითამაშა და ხვიჩა შარაშენიძე მისი ჩვენების საფუძველზე ციხეში ჩასვეს. 

საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოების მიუხედავად, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო მისიების ჯარისკაცმა, რომელიც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თავს ტაქსის მძღოლად მუშაობით ირჩენდა, ერთ-ერთი მგზავრის გაუპატიურება ნამდვილად სცადა. პროკურატურის მტკიცებით, დაზარალებულის ჩვენების გარდა მათ აქვთ სხვა მტკიცებულებაც, რომლითაც შარაშენიძის ბრალეულობას დაადასტურებენ.

თავად დაზარალებულად აღიარებული თათია ცაგურიშვილი, რომელიც საქართველოს ფოსტაში მუშაობს, ინტერვიუზე უარს აცხადებს.

ხალხი, რომელიც თათია ცაგურიშვილმა ვერ შეამჩნია, კარგად ჩანს ვიდეო მასალაში. ხვიჩა შარაშენიძის და დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ჯარში შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა.

ხვიჩა შარაშენიძის ოჯახი მომხდარს ერთ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირებს. ის ლოჯისტიკის ოფიცერია და სწორედ იმ განყოფილებაში მუშაობდა, საიდანაც დიდი ოდენობით ტყვია წამლის უკანონოდ გაყიდვის ფაქტი თავად თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. შარაშენიძის ოჯახი ფიქრობს, რომ მას სწორედ ამ ფაქტის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. 

დღის ამბები