19 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
მიწისზედა მეტროს აშენების გეგმა - ოპოზიცია ხელისუფლებას წინასაარჩევნო ტყუილში ადანაშაულებს 

თბილისის ლილო-ორხევი-აეროპორტის გზის მიმართულებით მიწისზედა მეტროს ხაზის მშენებლობა იგეგმება. ახალი, მიწის ზედა მეტროს აშენების გეგმა დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, რისთვისაც შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ. მიწის ზედა მეტრო სამგორის სადგურიდან ლილოს მიმართულებით, ორ ნაკადად იმოძრავებს. პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილება განტვირთავს თბილისს და შემოვლითი რკინიგზის ნაკლოვან პროექტს. ახალი ინიციატივა 2019 წლიდან უნდა განხორციელდეს, 8 მეტროსადგურის ასაშენებლად და ვაგონების შესაძენად 90 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე მგზავრთა ნაკადი დაბალი იქნება, ხელისუფლების გეგმა კი წარუმატებელი. ეკოტრასპორტის ახალ პოლიტიკას კრიტიკა იმის გამოც მოჰყვა, რომ უკვე არსებული რკინიგზის ხაზი უნდა გამოიყენონ, რაც სპეციალისტებისთვის მიუღებელია.

ტრანსპორტის პოლიტიკის კონკრეტული სტრატეგია ვერ დაინახეს სპეციალისტებმა.

ხელისუფლება თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ხაზის გაყვანასაც აპირებს. ხელისუფლების მორიგი არარეალური გეგმა - ასე აფასებს ოპოზიცია ეკოტრანსპორტის ახალ პოლიტიკას და მათ ტყუილში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება“ მოსახლეობის მოტყუებით არის დაკავებული.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

 

დღის ამბები