19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
„მე საჯარო სამსახურიდან წამოვედი 3 ოთახიანი ბინით" - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს

საქართველო არის უკიდეგანო კორუფციულ ჭაობში - ასეთია გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის შეფასება იმ ფეშენებელურ სახლებთან დაკავშირებით, რომლებიც "ოცნების" მაღალჩინოსნებმა 2012 წლის შემდეგ აიშენეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას უმუშავია საჯარო სამსახურში და კარგად იცის, რომ თუნდაც კრედიტით, როგორც იმართლებს თავს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ამხელა სახლის აშენებას ვერავინ გაწვდებოდა.

„მე საჯარო სამსახურიდან წამოვედი 3 ოთახიანი ბინით, რომელიც კრედიტით შევიძინე და ძალიან კარგად ვიცი იმ შემოსავლით რას ნიშნავს სახლის მშენებლობა. საერთოდ გაიფიქრო ადამიანმა, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ აღარც უნდა ჭამო, აღარც ოჯახი უნდა არჩინო და არ მქონდა დაბალი ხელფასი საჯარო სამსახურისთვის, დაახლოებით 5000 ლარი იყო ჩემი შემოსავალი და მე ვერასდროს ვერ გადავწყვეტდი კერძო სახლის მშენებლობას როცა ნამუსიანად მუშაობ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკები, რომლებიც ლამის სოციალურად დაუცველის სტატუსიდ მოვიდნენ ხელისუფლებაში გამდიდრდნენ და იშენებენ ფეშენებელურ სახლებს. 

 

დღის ამბები