20 აპრილი 2024,   06:45
ვრცლად
სოლოლაკში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

სოლოლაკში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. სახლს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს და გამაგრებას არ ექვემდებარება.

მთაწმინდის გამგეობამ მოსახლეობის ნაწილი ქირით გაასახლა, დარჩენილ ნაწილთან კი ჯერ ისევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია 17 ოჯახზე, რომელიც ამ დრომდე ავარიულ შენობაში იმყოფება.

გამგებლის მოადგილის განმარტებით, ამჟამად სპეციალისტებთან ერთად უსაფრთხოების ზომების დაცვაზე მუშაობენ.

დღის ამბები