13 ნოემბერი 2018,   09:48
ვრცლად
შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება - კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებაზე 

ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს - მართალია ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი გუშინდელი დღის ბოლოს უმნიშვნელოდ, 0.1%ით გამყარდა, თუმცა დღეს დილიდან საცალო ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება ისევ 2 ლარსა და 71 თეთრს შეადგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ კონკრეტული მიზეზების დადგენა, თუ რატომ უფასურდება ლარი - შეუძლებელია.

კობა გვენეტაძის შეფასებით, ლარის კურსის ვარდნას გავლენა არ აქვს ფასების მატებაზე.

“საქართველოში ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლე ვადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება. მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს ეკონომიკამ შეიწოვოს.

"ეროვნულ ბანკს არ გააჩნია რაიმე ნიშნული, მაჩვენებელი გაცვლითი კურსის. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ინფლაცია და აი ეს არის აქ გაცილებით მნიშვნელოვანი. ინფლაცია საქართველოში არის ძალიან დაბალი. დღესდღეობით რაც გვაქვს ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ბოლო ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ წლიური ინფლაცია 2,7% და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტები იმისათვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღის ამბები