19 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა. საპრეზიდენტო კანდიდატმა პრობლემები მოისმინა. 

ზურაბიშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ამ ადამიანების დახმარებაზე იმუშავებს.

„ყველაზე სწორი, რაც წამოვიდა ამ შეკრებიდან და ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ერთი, პირველი მიმართულებები დაგვესახა. იქნება არა მხოლოდ ის, რომ ერთი წარმომადგენელი იქნება ადმინისტრაციაში, არამედ მასთან ერთად არსებული მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა სწორედ იმსჯელოს პრიორიტეტებზე, რომელი იქნება პირველი და ძალიან სწორად იქნა ნათქვამი აქ, რომ მთავარი არის ალბათ ერთი მთლიანი სტრატეგია და არა ნაწილ-ნაწილ პასუხი სხვადასხვა კითხვებზე და პრობლემებზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები