ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მოწყობილობა, ნიუ-იორკში, უესჩესტერის ოლქში მდებარე რეზიდენციაში იქნა ნაპოვნი. "New York Times" გავრცელებული ინფორმაციით, ვიგებთ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა პერსონალმა საფოსტო ყუთში იპოვა და პოლიცია შეატყობინა.
სპეციალისტებმა ბომბი კონტროლირებადი აფეთქებით გაანადგურეს. მედიის ინფორმაციით, ინცინდენტის დროს ჯორჯ სოროსი სახლში არ იმყოფებოდა.
ვინ სცადა ამერიკელი მილიარდერის აფეთქება ამ დრომდე უცნობი რჩება. მედია ულტრამემარჯვენე აქტივისტების შესაძლო ბრალეულობას არ გამორიცხავს. საქმეს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.