19 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, ქვეყანა წავიყვანოთ წინ - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებთან შეხვედრას იმერეთში განაგრძობს. დავით ბაქრაძე ვანში ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივები უმუშევრობაზე, მძიმე სოციალურ ფონსა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

დავით ბაქრაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. მან ასევე ადგილობრივებთან არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არჩევნები ჩვენი ხალხისთვის არის შესაძლებლობა, მოითხოვოს უკეთესობა და იმ ცხოვრების შეცვლა, რომელიც დღეს აღარავის აღარ უნდა, მოითხოვოს იმ უკუსვლიდან, გაჭირვებიდან, სიღარიბიდან, პრობლემებიდან ამოსვლა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ამიტომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ქვეყანა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მშვიდობიანად შევცვალოთ ქვეყანა და გამოვიდეთ იმ მუდმივი ორპარტიული დაპირისპირების ჯადოსნური წრიდან, რომელშიც ქვეყანა შევიდა ბოლო წლების განმავლობაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები