19 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
"28 ოქტომბერს უნდა დაიწყოს ახალი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში" - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს თავის ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

მან საპრეზიდენტო პროგრამაში იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომლსაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, რომ შეცვალოს. ესენია: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, შრომის უსაფრთხოება, პენსია, განათლება, ეკონომიკა.

საპრეზიდენტო კანდიდატი ქვეყანაში მთავარ პრობლემად სიღატაკესა და შექმნილ სოციალურ მდგომარეობას მიიჩნევს.

 „28 ოქტომბერს უნდა დაიწყოს ახალი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, უნდა გადავხნათ 3%-იანი ოლიგარქიული მმართველობა და ისეთი ჯეჯილი დავთესოთ, რომლის ბიბინსაც ვერასოდეს ვერაფერი ვერ გაახუნებს. ჩვენ უნდა გადავჭრათ გზები სიღატაკისა, ძალადობისა, უკანონობისა, სოციალური სიდუხჭირისა, უპატრონობის, უყურადღებობის, ადამიანთა ფეხებზე დაკიდებისა და ავაღორძინოთ ისეთი ქართული სახელმწიფო, როგორიც ჰქონდა აი, დიდ თამარს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები