16 აპრილი 2024,   10:19
ვრცლად
აქცია თბილისის მერიასთან - თბილისელები ქალაქში მიმდინარე მშენებლობების სპეციალურ შეფუთვას ითხოვენ

აქცია თბილისის მერიასთან - თბილისელები მერიისგან იმავე დადგენილების აღსრულებას ითხოვენ, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

საუბარია თბილისში მიმდინარე მშენებლობების სპეციალურ შეფუთვაზე, რაც მტვერისა და ხმაურის გავრცელებას ხელს შეუშლის და ამასთან ფეხით მოსიარულეებს სამშენებლო ნაგვისგან დაიცავს.

ამ რეგულაციას მხოლოდ რამდენიმე სამშენებლო კომპანია იცავს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი მშენებარე კორპუსი შეფუთვის გარეშეა, ამასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს კი მერიის წარმომადგენლებისგან ვერ იღებენ.

„მერიის გარშემო არის ძალიან ბევრი მშენებლობა, რომელიც არის შესაფუთი, ამას ხომ მაინც არ უნდა, რომ დაველოდოთ, ვიყიდოთ და ჩამოვიდეს ეს ტრანსპორტი და ეს 2019 წლის ბოლომდე პროგრამა,“ - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

დღის ამბები