14 ნოემბერი 2018,   01:20
ვრცლად
"უსუფაშვილი ვარაუდობს და მისი ვარაუდი მისი არის" - სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს

სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის, მოწოდების საპასუხოდ გააკეთა, სადაც მან  ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. მან ასევე მიმართა სალომე ზურაბიშვილს, რომ დააფიქსიროს პოზიცია, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.     

ზურაბიშვილის თქმით, მზად არის, განიხილოს უსუფაშვილის წინადადება, თუმცა, ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„დღეს ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ვიცი, როცა დადგება ამის კითხვა... ვარაუდობს დათო უსუფაშვილი, რომლის მიმართ მე მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ ვარაუდობს და მისი ვარაუდი მისი არის,“ - გააცხადა ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები