25 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
"მთავრობა კი არ მართავს, ქვეყანას მართავენ დაჯგუფებები" - კახეთში ციხის სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურებიან

"მთავრობა კი არ მართავს, ქვეყანას მართავენ დაჯგუფებები," - ასეთია კახეთში მცხოვრები მოქალაქეების შეფასება ციხის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ჩანაწერების შემდეგ თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დასაჭერია.

„დიდი ხალხი სულ უნდა დაიჭირონ. კანონი არა კანონობს, გინდა, მოკლავენ... იციან, რომ არ დაიჭერენ,“ - აცხადებენ კახეთი.

კახეთში ამბობენ, რომ მათ სჯერათ იმ ყველაფერის, რაზეც ფარულ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი საუბრობს.

„მჯერა ყველაფერი, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს. აბა, ვინ გააკეთა, ვინ დამალა ყველაფერი, მაგან დამალა,“ - ამბობენ კახეთში.

მოქალაქეები მოზარდების მკვლელობის საქმეზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო.

„მისი შვილი რომ ყოფილიყო, ხომ გააციმბირებდნენ ყველას?“ - აცხადებენ კახეთში.

მოქალაქეები ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, სუბელიანს ამ მთავრობაზე აქვს ისეთი კომპრომატები, რომელთა გასაჯაროება ქართულ ოცნებას არ აწყობს და სწორედ ამ მიზეზით მას მისცეს საშუალება, მოზარდების მკვლელობის საქმე გაეყალბებინა.

„თვითონ უარესებს ჩადიან და ვის რა უნდა გამოუძიონ? მილიონერები გახდნენ ახალი მისულები... არ იძიებენ, მალავენ. ბალღი მოუკლეს და არ უნდა გამოიძიონ? მაგრამ არ იძიებენ,“ - ამბობენ კახეთში.

დღის ამბები