20 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
„სუბელიანი, გახარია და ეს მისი ჩინოვნიკები ყველა ერთ კამერაშია ჩასაყრელი და ერთმანეთი უნდა დაჭამონ" - სამეგრელოში ციხის ჩანაწერებზე საუბრობენ

ციხის ჩანაწერები, სადაც მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე და მაღალჩინოსნებთან გარიგებებზე საუბრობს - სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქეების უმეტესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ის, რასაც  ფარული ჩანაწერებიდან ისმენს, დადგმული არ არის. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათთვის სუბელიანის განცხადებები დამაჯერებელია. არ სჯერათ მხოლოდ ის, რომ მან თავის მოკვლა სცადა.

„მან ძალიან კარგად იცის, რასაც ლაპარაკობს,“ - ამბობენ სამეგრელოში.

სამეგრელოში მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სუბელიანის განცხადებებსაც ეხმაურებიან. საუბარია ჩანაწერზე, სადაც მირზა სუბელიანი საქმის ერთ-ერთი მთავრი მოწმის მოსყიდვასა და საქმის ფალსიფიცირებაში ქალაქის პროკურორის მონაწილეობაზე საუბრობს. სამეგრელოში ამბობს, რომ ყველა მონაწილე პირი ამ საქმეში უნდა დაისაჯოს.

„სუბელიანი, გახარია და ეს მისი ჩინოვნიკები ყველა ერთ კამერაშია ჩასაჯენი და ერთმანეთი უნდა დაჭამონ. აი, ეს არის გამოსავალი, მეტი არაფერი. ჩვენ რა დავაშავეთ? იმან ის მოკლა, სარდაფში ჩაიყვანა... ფარცხალაძე ყოფილა ამ ქვეყანაში, რაც ყოფილა. ჩვენ არაფერი არ ვართ, სარალიძეს რას ეუბნება სუბელიანი? მისი შვილი ცოცხალია და იმან რა თქვას, მისი მიწაში რომ წევს? მაგი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებსო. გამწარებული მამა ბენზინს რომ არ ისხამს თავზე და თავს არ იწვავს... მისთვის სულ ერთია,“ - აცხადებენ სამეგრელოში.

მოქალაქეები თვლიან, რომ, როგორც ჩანს, სუბელიანს რა გარიგებაც ჰქონდა ხელისუფლებასთან, ის მას არ შეუსრულეს და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მან ყველაფერი გაასაჯაროვა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები