13 ნოემბერი 2018,   09:48
ვრცლად
ნოემბრის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდება - ანალიტიკოსები

ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ.

თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის ღირებულება დოლართან მიმართებაში 2,80-ს არ გადააჭარბებს. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ლარის კურსზე მთავარ გავლენას არა თურქული ლირა, არამედ არასწორი შიდა ეკონომიკური ქმედებები ახდენს.

„ჩვენ ამ დროისთვის ლარის ასეთ გაუფასურებას ვაბრალებთ ბიუჯეტის არასწორ ხარჯვას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით გამოტანას. 15 ნოემბრამდე ველოდებით ლარის კურსის ცოტათი კიდევ უფრო გაუფასურებას. კვლავ მოხდება პროდუქტებზე ფასის მომატება,“-ამბობს ’’ფაინექს 1970’’-ის ანალიტიკოსი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია.

პარალელურად, არ არის გამორიცხული გაიზარდოს ტარიფი დენსა და გაზზეც - ამ საკითხზე სხდომა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წლის ბოლოს არის ჩანიშნული. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება უკვე თითქმის 2 ლარი და 71 თეთრია.

დღის ამბები