20 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
„შემაშფოთებელი იყო ის განცხადება, რომ თუ „რუსთავი 2"-ს გამოვრთავთ, თურმე ყველაფერი აღმშენებლობის ფაზაში იქნება" - მიხეილ ბენიძე

„ჩემთვის ცოტა შემაშფოთებელი იყო ნამდვილად ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ „რუსთავი 2-ს“ გამოვრთავთ, თურმე ქვეყანაში ყველაფერი მშვიდად და აღმშენებლობის ფაზაში იქნება,“- ასე გამოეხმაურა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ბიძინა ივანიშვილის იმ ინტერვიუს, რომელშიც „რუსთავი 2“ ყოფილი პრემიერის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.

ბენიძის შეფასებით, დაუშვებელია მედიასაშუალების მიმართ მუქარის ტონის გამოყენება.

„ხარვეზებით მიმდინარე პროცესი, რომლის შედეგადაც, პრაქტიკულად, სამივე ინსტანციამ გამოიტანა ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება და შემდეგ მხოლოდ ადამიანის  უფლებათა ევროპული სასამართლოს შედეგად მოხდა ამ გადაწყვეტილების აღსრულების  შეჩერება, რაღაცა ამ მიმართულებით ცუდ ასოციაციებს იწვევს "რუსთავი 2"-ის გამორთვაზე აქცენტირება ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლებისათვის პრობლემურია კრიტიკა და სხვადასხვა საკითხზე საუბარი, მაგრამ ამაზე უნდა იყოს კონსტრუქციული რეაქცია და მათ შორის „რუსთავი 2"-ის მიმართ და ნებისმიერი  მედიასაშუალების მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული მუქარის ტონი,“- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი "რუსთავი 2" ერთ ინტერვიუში 65-ჯერ გახდა. ყოფილმა პრემიერმა კრიტიკული ტელეკომანიის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების კონკრეტული სქემაც დაასახელა და "რუსთავი 2"-ზე ზეგავლენის მოსახდენად სპეციალური პიარჯგუფების შექმნა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულ ვადა დაასახელა, ყოფილი პრემიერის თქმით, ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები