25 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
ლევან იზორიას დაუსაბუთებელი შემოსავლები - ორგანიზაცია TI-მ მინისტრის დეკლარაცია შეისწავლა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ლევან იზორიას დაუსაბუთებელი შემოსავალი აღმოუჩინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარებმა თავდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლეს, თუმცა ვერ დაადგინეს საიდან აღმოაჩნდა თავდაცვის მინისტრს სახლის ასაშენებლად 320 ათასი ლარი. იზორია დღეს საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ ფული გერმანიაში პედაგოგიური მოღვაწეობის დროს მოაგროვა, თუმცა ირკვევა, რომ ამ შემოსავლით მან, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთი შეიძინა.

მაგრამ რა ფულით ააშენა სახლი - ამ კითხვაზე პასუხი გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარებმა დეკლარაციის შესწავლის შემდეგაც ვერ აღმოაჩინეს.

„იმ წელს, როდესაც ის გახდა თანამდებობის პირი შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი 54 ათას დოლარად, ხოლო მომდევნო წლებში 2015 წლამდე აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი 320 ათასი ლარის ღირებულების.

ეს 320 ათასი ლარი დეკლარაციიდან არ ჩანს,რითი, რა წყაროდან აქვს დაფარული.  მას მითითებული აქვს მხოლოდ ხელფასი და მთელი სამი წლის ხელფასი, რაც მას მიღებული აქვს შემოსავალი ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით იგივეა, რაც ამ სახლის ღირებულება. გამოდის, რომ ის მთელ თავის შემოსავალს ამ წლების განმავლობაში სახლის მშენებლობაზე ხარჯავდა.

იმ მონაცემების საფუძველზე, რაც დეკლარაციაში წერია, კითხვებს ბადებს და საკმარისი საფუძველია,რომ უკვე თუნდაც ფორმალურად საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყოს ამ დეკლარაციების გადამოწმება,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები