20 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
"როგორც ლიდერი ის დასრულდა, მისი პიროვნული ტრაგედიაა, რომ სესიაშვილის აუზში წყალი ასხია თუ არა, იმაზე იწყებს ლაპარაკს" - ხუხაშვილი ივანიშვილზე

"როგორც ლიდერი, ის დასრულდა,“- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სადაც ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. პოლიტოლოგის აზრით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან „რუსთავი 2"-ის არაერთხელ ხსენებით მან სამაუწყებლო კომპანიის რეკლამირება მოახდინა.

„მისი მთავრი ამოცანა არის, რომ ძალისმიერად შეინარჩუნოს სისტემა, როგორც ჩანს, ის ხედავს, რომ სისტემაში აქვს პრობლემები და შემოუძახა ყველას და მისი გზავნილი იყო ძირითადად, რომ თუ ჩემთან იქნებით, თქვენ იქნებით დაცულები და მე მოვახდენ თქვენს ადვოკატირებას და ვინც ჩემთან არ იქნება იმას პრობლემები შეექმნება. დაახლოებით, ეს დავინახე. თქვენთვის სასიხარულო ის გახლავთ, რომ მთელი ორი საათის განმავლობაში ეწეოდა უფასო რეკლამირებას და ასეთი გრძელი სარეკლამო კლიპი არ მინახავს. როგორც ლიდერი, ის დასრულდა, დაიწყო მისი მოღვაწეობის ეპოქა, როგორც უბრალოდ ძალის ცენტრის, რომლის ერთადერთი მიზანია ძალაუფლება, ამოცანაა, ძალაუფლების შენარჩუნება. ლიდერისთვის ისე დახურდავება, რომ აუზში წყალი ასხია თუ არა, ამაზე ილაპარაკო, ეს საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. ეს მისი პრობლემაა, მისი პიროვნული ტრაგედიაა, რომ სესიაშვილის აუზში წყალი ასხია თუ არა, იმაზე იწყებს ლაპარაკს,“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა კრიტიკული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების კონკრეტული სქემაც დაასახელა და "რუსთავი 2"-ზე ზეგავლენის მოსახდენად სპეციალური PR ჯგუფების შექმნა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულ ვადა დაასახელა, ყოფილი პრემიერის თქმით, ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები