18 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
ივანიშვილი VS ბურჭულაძე - ყოფილი პრემიერის მტკიცებით, პოლიტიკური აქტივობის სანაცვლოდ, მსოფლიო ბანმა 9 მილიონი მოითხოვა

ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძესთან და მის მეუღლესთან ურთიერთობის რამდენიმე პირადი დეტალი გაასაჯაროვა. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური აქტივობის სანაცვლოდ მსოფლიო ბანმა 9 მილიონი დოლარი მოითხოვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ფულის სანაცვლოდ ბურჭულაძეს ჯერ პარტიისთვის მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა, შემდეგ კი პრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო. ივანიშვილს განცხადებით, ბურჭულაძის მხარდაჭერა მხოლოდ ორი მილიონი უღირდა.

პაატა ბურჭულაძე კი დარწმუნებულია, რომ მის შესახებ დასმული კითხვაც და გაცემული პასუხიც წინასწარ იყო შეთანხმებული, რომლის მიზანი მისი დისკრედიტაცია იყო. ბურჭულაძემ ივანიშვილი სიცრუის ტირაჟირებასა და პოლიტიკურ შურისძიებაში დაადანაშაულა.

მსოფლიო ბანი დარწმუნებულია, რომ მას სამაგიეროს ივანიშვილი იმ უარის გამო უხდის, რომელიც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობაზე უთხრა.

ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას პაატა ბურჭულაძის მეუღლე ადასტურებს. ანჟელა ვასილენკო იხსენებს, რომ მაშინ შუშის სასახლეში საუბრის თემა ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული პარიზის კონცერტი იყო, თუმცა საორგანიზაციო საკითხების გავლის შემდეგ ივანიშვილმა ვასილენკოს საუბარი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლის შესახებ დაუწყო.

ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „იავნანას“ საქმეც გაიხსენა. ყოფილმა პრემიერმა პაატა ბურჭულაძეს ფონდში დახარჯული თანხები შეახსენა. მსოფლიო ბანი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ ის პროკურატურაში თავიდან დაიბარონ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები