19 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
„სრულად ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომ საქართველომ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა" - ვაშაძე ივანიშვილის შესახებ

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მიერ, 2008 წლის აგვისტოს თემაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებას ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აფასებს.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 20018 წლის აგვისტოში, ქვეყნის ხელისუფლებამ, საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა, როდესაც მას ამგვარი მოსაზრებების ადამიანის მართავს.

„პირდაპირ, სრულად ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომ საქართველომ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილს დააბრალებს თუ ვის ახსენებს, საქართველოს პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, საქართველო იყო როგორც მხარე ჩართული იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და როცა ასეთი ადამიანი მართავს ქვეყანას, ეს არის ქვეყნის ინტერესების საზიანო,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები