25 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
კიბერშეტევის ასეთი განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ რუს ჰაკერებს... თქვა ივანიშვილმა და გაუკეთეს საჩუქარი - სააკაშვილი "რუსთავი2"-ის ვებგვერდზე განხორციელებულ შეტევაზე საუბრობს 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში, „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გამოეხმაურა. 

სააკაშვილი ამბობს, რომ მსგავს კიბერშეტევას რუსი ჰაკერები ახორციელებენ და მათ ბიძინა ივანიშვილის სურვილი აასრულეს.

„მე დილიდან ვცდილობ თქვენი პროგრამების ყურებას, თქვენი საიტიდან. თქვენი საიტი არის უკვე გათიშული. თქვენ ხართ კიბერშეტევის ქვეშ და თქვენი საიტი არის გათიშული. კიბერშეტევის ასეთი განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ რუს ჰაკერებს. ისინი მოქმედებენ კოორდინირებულად. თქვა ივანიშვილმა და რუსებმა გაუკეთეს საჩუქარი, გათიშეს თქვენი საიტი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც 2012 წელს, ხელისუფლების სადავეები ბიძინა ივანიშვილს გადასცეს. 

„საქართველო ჩემთვის იყო გაუმაგრებელი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვი, სუსტი და ჩვენი ბავშვი იყო, ყველასი, ვინც ამ თაობის ბავშვი, რომ ჩვენ ვართ საქართველოს შვილები, მაგრამ ქართული სახელმწიფო პირმშო იმ ყველაფრის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და ეს ბავშვი, როდესაც გამოგვბრდღვნა ხელიდან ამ ოლიგარქმა, გავატანეთ, იმიტო რომ მაშინ ხელი მოსწყდებოდა, ხომ არ გავგლეჯდით შუაზე. მაგრამ ახლა ვუყურებთ ყველა გვერდიდან, რომ ამ ბავშვს კლავენ. ბარბარე რაფალიანცივით ახრჩობენ. ასე, რომ ამ სიტუაციაში, ახლა როგორც არასდროს, გვჭირდება კონსოლიდაცია. მე ხელისუფლება გადავეცი, მაგრამ საქართველო რომ გახდეს ნამდვილი დემოკრატია, ხელისუფლების ერთხელ შეცვლა არ კმარა. ხელისუფლება ორჯერ რომ შეიცვლება, მაშინ საქართველო იქნება ნამდვილი დემოკრატია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები