19 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
5 თვეა ხელისუფლება ცდილობს პროვოკაცია მოუწყოს - დავით ბაქრაძე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა 

„5 თვეა, ხელისუფლება და მთავრობა ცდილობს პროვოკაცია მოუწყოს და ცდილობს გააკეთოს ის, რაც მოხდა დღეს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

დავით ბაქრაძე პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და შვილმოკლული მამის გათავისუფლების მოთხოვნა გაიზიარა.

„რა თქმა უნდა, აქ ვარ იმიტომ, რომ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას ზაზა სარალიძის, როგორც მშობლის, როგორც მამის მიმართ, როგორც იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს. სარალიძე სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს და შსს-ს შენობაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები