20 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
დღეს საქართველოს მასშტაბით სამი ახალი სარაგბო სტადიონი გაიხსნა

დღეს საქართველოს მასშტაბით სამი ახალი სარაგბო სტადიონი გაიხსნა. მათგან ერთი ნუცუბიძის მეორე მიკრო რაიონში, რომელიც 3 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

ულტრათანამედროვე კომპლექსში შედის ბუნებრივი და ხელოვნურ საფარიანი სტადიონები, გათვალისწინებულია აუზის და ყინულის მოედნის მშენებლობა. ასევე დარბაზები სხავადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის.

რაგბის ახალი სტადიონი დღეს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა.

„ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა მართლაც ხდება ერთ-ერთი საუკეთესო და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი წარმატება და კიდევ უფრო მეტი გამარჯვება რაგბიში. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავს ის, რომ ჩვენი ბავშვები და მოზარდები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულ სპორტში. ჩვენ 6-ჯერ გვაქვს გასაზრდელი, მინიმუმ, მასობრივი ჩართულობის კოეფიციენტი საქართველოში ბავშვების და მოზარდების აქტიურ სპორტში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაგბის ახალი სტადიონის გახსნას თბილისის მერი, კახა კალაძეც, დაესწრო. მან ჯანსაღი წესით ცხოვრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ჩემს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია რაგბი - რაგბი ჩვენი თამაშია. ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ერთ-ეთი მთავარი, უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს უნდა ვუთხრათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი,“ - ამბობს კალაძე.

დღის ამბები