20 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
შემაჯამებელი ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯოდარემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. თამარ ჟვანიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საოლქო და საუბრო საარჩევნო კომისიების მზადება შეაფასა.  

"არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის, 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3705 საარჩევნო უბანი. მათ შორის, 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. 2 საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის.  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეები," - განაცხადა, თამარ ჟვანიამ. 

დღის ამბები