20 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
"ეს იქნება არჩევანი, ვიქნებით თუ არა ცოდნის ეკონომიკა და განათლების ეკონომიკა" - გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამომრჩეველს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა.

გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რა მნიშვნელობა აქვს 28 ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში.

ვაშაძე გაყალბების მცდელობას არ გამორიცხავს, თუმცა, ყველას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ეს არ იქნება პრეზიდენტის არჩევნები, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლის არჩევნები, ეს იქნება ღირსების არჩევნები და ეს იქნება არჩევნები ყოფნას და არყოფნას შორის. ეს იქნება არჩევნები იმაში, დარჩება საერთოდ საქართველოს მოქალაქე საქართველოში თუ ყველა, ვისაც შესაძლებლობა ექნება, ემიგრაციაში წავა. ეს იქნება არჩევანი, ვიქნებით თუ არა ცოდნის ეკონომიკა და განათლების ეკონომიკა, თუ ვიქნებით ნარკოპლანტაცია, რომელსაც ეყოლება თავისი მოურავი ბიძინა ივანიშვილის სახით, სადაც ხელისუფლება გადაიქცევა ნარკობარიგად.

„ეს არჩევანი არის იმაში, დავუახლოვდებით თუ არა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, დავუახლოვდებით თუ არა ნატო-ს და ევროკავშირს, თუ სულ უფრო და უფრო დავშორდებით ჩვენ ამ სანუკვარ ოცნებას იმიტომ, რომ მუდმივ ტყუილში, მუდმივ არაფორმალურ მმართველობაში და მუდმივ კრიმინალური დაჯგუფების მცდელობაში, რომ გადააქციოს ეს სახელმწიფო თავის განშტოებად.

„ეს არის არჩევანი იმაში, იქნება თუ არა საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე უმუშევარი, თუ ჩვენ დავიწყებთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და განვაახლებთ იმ პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსთვის, მაგრამ გაყინული არის უკვე 6 წელი.

„ეს არის არჩევანი იმას შორის, იქნება თუ არა უსაფრთხო ქუჩები ჩვენს სამშობლოში და არ შეგვეშინდება ჩვენი პატარა ვაჟიშვილების და ქალიშვილების ქუჩაში გაშვება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები