25 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
პიტსბურგის სინაგოგაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევა პიტსბურგის სინაგოგაში მოხდა.

ინფორმაციას bbc.com ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართალდამცავები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებული პოლიციას ჩაბარდა.   

 

 

დღის ამბები