19 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცესკო-ს ანგარიშს ელოდება.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ მეორე ტურიც ჩატარდეს.

„დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, განხორციელდება დათვლა და დიდი ალბათობა არის იმის, რომ პირველივე ტურში დამთავრდება ყველაფერი,“ - განაცხადა კალაძემ.

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით პირველივე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილს 52.3% აქვს. ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, 28.1% აქვს გრიგოლ ვაშაძეს ხოლო 9.2 % დავით ბაქრაძეს.

გამოკითხვა "ქართული ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტმა" ჩატარდა. 

დღის ამბები