20 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
"არა სალომე ზურაბიშვილს! ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ" - "ევროპული საქართველო" კოორდინატორებს ოპოზიციის ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

ხმების დაცვის აუცილებლობა - ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ „ევროპული საქართველო“ საარჩევნო უბნებზე მყოფ კოორდინატორებს მიმართავენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ოპოზიციის ხმების დაცვა.

„ჯერ ადრეა რამე ზეიმზე ლაპარაკი ან რაიმე  კმაყოფილება. მე არ ვგულისხმობ ჩვენი პერსონალურ შედეგებს, ვგულისხმობ მთელი საზოგადოების ამოცანას. ჩვენ ჯერ დასაცავი გვაქვს ის ხმები რასაც ეგზიტპოლი ასახავს. ეს ხმები უნდა დავიცვათ. ჩემი აზრით, პოლიტიკურად უტიფარი განაცხადი მმართველი გუნდის, რომ პირველივე ტურში იმარჯვებენ, გულისხმობს იმას, რომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული და მშვიდად, ყოველგვარი ძალადობს გარეშე დავიცვათ ის მხები რომელიც მიიღო ოპოზიციამ,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ეგზიტპოლების გამოცხადებიდან მალევე დავით ბაქრაძემ დამარცხება აღიარა. როგორც ევროპული საქართველოს კანდიდატმა განაცხადა, პარტია არის ერთგული ბრიუსელის შეთანხმების, რომლის მიხედვით მეორე ტურში ევროპული საქართველო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.  აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პარტია ერთსულოვანია. გიგი უგულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება დამღუპველი საქართველოსთვის, ამიტომ ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს.

„მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა, რომელიც დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობასთან და ბატონ ვაშაძესთან ჩვენ გვაქვს, ჩვენ მას დავუჭერთ აუცილებლად მას მხარს. რადგან მიგვაჩნია, რომ არა სალომე ზურაბიშვილს ! ანუ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ეს იქნება უბრალოდ კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ,“- განაცხადა გიგიუგულავამ

ამავე თემაზე
დღის ამბები