19 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
ეგზიტპოლის თანახმად მაღალი ალბათობით პირველივე ტურში იგებს ზურაბიშვილი, დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს - კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს აფასებს. კობახიძის თქმით, „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მეორე ტური ჩატარდეს.

„ჩვენ გამოვაცხადეთ ეგზიტპოლის შედეგები, რომლის თანახმადაც ძალიან მაღალი ალბათობით უკვე პირველივე ტურში იგებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს. ახლა უნდა დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით პირველივე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილს 52.3% აქვს. ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, 28.1% აქვს გრიგოლ ვაშაძეს ხოლო 9.2 % დავით ბაქრაძეს.

გამოკითხვა "ქართული ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტმა" ჩატარდა. 

თანაბარი შედეგები აქვთ Edison Research-ის კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილს და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. 

დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე - 40%

სალომე ზურაბიშვილი - 40%

დავით ბაქრაძე - 10%

შალვა ნათელაშვილი - 3%

დავით უსუფაშვილი - 2%

ზურაბ ჯაფარიძე - 2%

ამავე თემაზე
დღის ამბები