23 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
მინდა კამერების წინ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა დავით ბაქრაძეს ... პროდასავლური ოპოზიცია მეორე ტურში ერთად იბრძოლებს - ვაშაძე

საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია და ამ მეორე ტურში პროდასავლური ძალები ერთად იბრძოლებენ - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. 

ვაშაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს მეორე ტურში გამოცხადებული მხარდაჭერისათვის.  ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ითანამშრომლებს, თუმცა რა ფორმით ეს მოგვიანებთ გახდება ცნობილი.

"რამდენიმე წუთის წინ ბატონ დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი ამ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოჩენილი იყო და დავარწმუნე, რომ ეს მთლიანად მთელი ოპოზიციის გამარჯვება არის. ის რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ და ის რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა პოლიტიკურ კულტურაზე ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, პროდასავლური ძალების თანამშრომლობას.

"კამერების წინ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, უღრმესი მადლობა ბატონ დავით ბაქრაძეს, იმ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა.  

"მადლობის გრძნობით ვიღებთ მის და მისი პარტიის მხარდაჭერას. პარტიამ გამოხატა თავისი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს,რომ ჩვენ მეორე ტურში ერთად ვიბრძოლებთ და რა ორგანიზაციულ ფორმას მიიღებს ეს, ამას ვნახავთ,“-განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები