25 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში - ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში - ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად გაუსწორდა კომისიის წევრს, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენს.

ამ წუთებში ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიციაც. 

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარაგოზიანმა  მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უბნის შემაჯამებელი ოქმის ნახვის საშუალება არ მისცა.

„როცა უბნის შემაჯამებელ ოქმის ნახვას ვითხოვდი, ოთახიდან თმებით გამომათრია“ -ამბობს თეონა ჭალიძე.

მარაგოზიანს კიდევ ერთი კომისიის წევრი დაუპირისპირდა. მეგო გოცირიძე მარაგოზიანს ჭალიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დაუპირისპირდა. ის კომისიის თავმჯდომარეს გადამალული ბიულეტინების დაბრუნებას სთხოვდა.

"წიხლქვეშ გამიგდეს და არ მიშვებდნენ შიგნით. რატომ სცემე ჭალიძეს? მომეცი ბიულეტინები სად წაიღე."-მიმართა გოცირიძემ მარაგოზიანს. 

დღის ამბები