24 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
„გუშინ უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში“ - ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს 

„გუშინ უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში,“ - ამ განცხადებით, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გამოეხმაურა. 

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებსა და მისი შედეგების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა მძიმე ვითარების წინაშე დააყენა.

„ამ პროცესებმა მე დამანახა ის, რაზეც ვლაპარაკობდი 2012 წლიდან, უფრო 2013 წლიდან მოყოლებული. რაზეც ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილს. მე ერთი შეკითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ახლა თუ ხვდება, რა გააკეთა, როდესაც ლაპარაკობდა შუას გაკრეფაზე, როდესაც იწყებდა კოჰაბიტაციას, როდესაც მე არჩევნები გამიყალბა 2013 წელს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებამ დღეს გადაახდევინა ბიძინა ივანიშვილს ფასი იმ დამარცხებით, რომელიც მან იწვნია,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განცხადებით, გუშინ ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა ქართულ პოლიტიკაში დიდი გარდატეხა მოახდინა.

„ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე და მან ეს უნდა გაითავისოს და უნდა ხვდებოდეს, წესით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუშინ, რეალურად, უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

დღის ამბები