19 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
5 წელი ვეუბნებოდი სადაც იყო შეცდომები, თუმცა მხოლოდ კრიტიკა მესმოდა - პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების რეზულტატი ხელისუფლების შეცდომების შედეგია 

მე მათ 5 წელი ვეუბნებოდი, „ქართულ ოცნებას“ რა იყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯი, თუმცა ამის საპასუხოდ მესმოდა მხოლოდ კრიტიკა - ასე პასუხობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კითხვას, თუ რა გზავნილი მიიღო მმართველმა გუნდმა 28 ოქტომბერს არჩევნების შედეგების მიხედვით საზოგადოებისგან.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის აღარ აპირებს, ხელისუფლებას საზოგადოების გზავნილები გაუშიფროს და სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებზე მიუთითოს.  

„რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და მცდარი ამის თაობაზე 5 წლის განმვლობაში ძალიან ღიად ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“.

მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე, ახლა თვითონ შეძლონ და წაიკითხონ ის გზავნილები, რომელიც მათ მისცა ქართულმა საზოგადოებამ.

5 წელი ამას ვაკეთებდი, სადაც იყო შეცდომები ვეუბნებოდი, თუმცა 5 წლის განმავლობაში მხოლოდ კრიტიკა მესმოდა,“-აცხადებს პრეზიდენტის.

კითხვაზე, მას რომ მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა იქნებოდა თუ არა იგივე შედეგი, მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობის საგანია და მხოლოდ წარსულის მაგალითზე შეუძლია საუბარი.

„ჩემს შემთხვევაში არის რეალური წარსულიც. 2013 წელს ქართული ოცნების მხარდაჭერით ნახევარი ფინანსური რესურსით, რაც დღეს დახარჯა ქართულმა ოცნებამ, ნახევარზე ნაკლებით, იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, არცერთი გამგეობა, ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არ იყო როგორც ახლაა, როცა ყველა რაიონული სტრუქტურა „ქართული ოცნების“ ხელშია, ნახევარი ფინანსებით ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასთვის ცნობილია 62%“-აცხადებს პრეზიდენტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები