25 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
„ცესკო“ არაფორმალური მმართველების განკარგულებით, ცდილობს, გაერთიანებულ ოპოზიციას წაართვას პირველი ადგილი, რომელიც ავიღეთ პირველ ტურში" - ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ცესკოს მიმართავს და სთხოვს, რომ დროულად შეიტანოს კორექტივები ხმის დათვლის პროცესში და აღიაროს შეცდომები.

გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ყველა ის წინასწარი შედეგი წარადგინა და ერთმანეთს შეადარა, რომელიც 28 ოქტომბერს 20:00 საათის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მათ შორის ცესკოს მიერ გავრცელდა.

საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების დაკვეთით ცდილობს მას პირველ ტურში მოპოვებული პირველი ადგილი წაართვას.

„ცესკო“ არაფორმალური მმართველების განკარგულებით ცდილობს გაერთიანებულ ოპოზიციას წაართვას პირველი ადგილი,რომელიც ჩვენ ავიღეთ პირველ ტურში. ცესკოს მოუწია ამ ციფრების დადება, სადაც ერთი პროცენტითაც კი ვერ აქაჩეს ხელისუფლების კანდიდატსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს შორის სხვაობა,“- ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აუცილებლად მოიგებს მეორე ტურს, თუმცა არც პირველ ტურში არ დაუშვებენ მათთვის ხმების მოპარვას.

გრიგოლ ვაშაძე განსაკუთრებულ მადლობას ემიგრანტებს უხდის, რადგან მისი თქმით, ცესკოს მონაცემებით, მან საზღვარგარეთ გახსნილი ყველა უბანი დამაჯერებლად მოიგო.

დღის ამბები