25 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - ზურაბიშვილი ვაშაძეს მინიმალური სხვაობით უგებს 

15 000 ამომრჩეველი - სწორედ ხმათა ამ რაოდენობით უგებს სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძეს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი 37.74 %-მა დაუჭირა, რაც 601000 ამომრჩეველს შეადგენს. „ოცნების“ რჩეულ კანდიდატს კი 38.64 % აქვს, ეს კი 615 000 ამომრჩეველია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმათა რაოდენობა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

ახმეტაში გრიგოლ ვაშაძეს - 45. 99% აქვს, სალომე ზურაბიშვილს - 33.25 %.

თელავში გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველთა - 50.12%-მა მისცა ხმა. სალომე ზურაბიშვილს - 32,79 %-მა.

რუსთავში გრიგოლ ვაშაძეს - 47.13 % აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 24.33%.

გორშიც გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს - 42.5 პროცენტით. სალომე ზურაბიშვილს კი ამომრჩევლის - 34.61 %-მა დაუჭირა მხარი.

ქუთაისში გრიგოლ ვაშაძეს ხმათა - 47.03 % აქვს. სალომე ზურაბიშვილს - 28.7%.

ბათუმში გრიგოლ ვაშაძემ ხმების - 44.82 % მოიპოვა. სალომე ზურაბიშვილმა 33.88%

ფოთში გრიგოლ ვაშაძე - 39.82%-ით იგებს, სალომე ზურაბიშვილს კი 34.11% აქვს.

ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძეს მხარი - 49.43%-მა დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილს - 33.89% აქვს.

თბილისში გრიგოლ ვაშაძეს ხმა 152 964-მა ამომრჩეველმა მისცა, სალომე ზურაბიშვილი კი 148 817-მა მოქალაქემ აირჩია.

საზღვარგარეთ გრიგოლ ვაშაძეს 52,27 % უჭერს მხარს. სალომე ზურაბიშვილს კი 22.49 %.

​ 

დღის ამბები