18 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
ინდონეზიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე სულ 189 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 20 ინდონეზიის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.

კომპანია „ლაიენ ეარის“ კუთვნილი ბოინგ 737, რომელიც რეისს ჯაკარტიდან კუნძულ სუმატრას მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან 13 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა.

თვითმფრინავი კუნძულ იავის დასავლეთ სანაპიროზე, ზღვაში ჩავარდა. კატასტროფამდე პილოტმა კვლავ აეროპორტში დაბრუნება ითხოვა.

ბოინგის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობით, ექსპლუატაციაში ორი თვის წინ შესულ ლაინერს ბოლო რეისის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. 

დღის ამბები