24 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძეგლის ოფიციალური გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება იხსნება. 182 მეტრის სიმაღლის მონუმენტი სახელად "ერთიანობის ქანდაკება" გუჯარათის შტატში უკვე მდინარის ნაპირზე დგას.

გახსნის ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება.

დამოუკიდებელი ინდოეთის ერთ-ერთი დამაარსებლის, ვალაბჰაი პატელის, ქანდაკების დასამზადებლად 430 მილიონი დოლარი და ორ ტონამდე ბრინჯაო დაიხარჯა.

ინდოეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ნიუ იორკის თავისუფლების ქანდაკების მსგავსად, მათი ახალი მონუმენტი გუჯარათის შტატში უამრავ ტურისტს მიიზიდავს.

დღის ამბები