24 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
ჭარბვალიანობის პრევენციისათვის შემუშავებული ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა

ჭარბვალიანობის პრევენციისათვის შემუშავებული ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა. გამკაცრებული წესები, პირველი ნოემბრის ნაცვლად, ძალაში ახალი წლიდან შევა.

ინიციატივას ბანკებიც და საფინანსო სექტორიც ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებენ, რომ ხისტი რეგულაციები ეკონომიკური ზრდის ტემპსაც შეამცირებს.

სილქ როუდ ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ძნელაძე, ამბობს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეების დიდი ნაწილი სესხით სარგებლობას ვეღარ შეძლებდა.

რეგულაციების გადავადებას საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურს უკავშირებენ პოლიტიკოსები.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ამბობს, რომ მმართველმა პარტია ისეთი რეგულაციების შემოღებას ცდილობს, რომლებიც ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.

რეგულაციების გადავადებაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გავლენას ხედავს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, მოსახლეობამ მმართველ პარტიას დაანახა, რომ აღარ უნდათ მათი ხელისუფლება. თუმცა, ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნება კვლავ დაუბრუნდება ამ რეგულაციებს.

პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრი,  დავით ჭიჭინაძე, აღნიშნავს, რომ ხელისუფლება "საკითხების გადაგორებას არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს".

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს.

დღის ამბები