13 ნოემბერი 2018,   09:47
ვრცლად
საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობის გაღიზიანებას ერიდება  

საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა. ქართული ოცნების ხელისუფლების პროექტი, რომელიც ჭარბვალიანობასთან ბრძოლას გულისხმობდა, შეჩერებულია. საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურამდე ხელისუფლება მოსახლეობის გაღიზიანებას ერიდება.

შეზღუდვების ამოქმედებისთანავე გართულდება იპოთეკური სესხის აღება, შემცირდება მომხმარებელზე გასაცემი თანხის ოდენობა და მნიშვნელოვნად შეიზღუდება ნივთის განვადებით გაყიდვა. ყველა ამ ბარიერს მომხმარებლები რეგულაციის ძალაში შესვლისთანავე შეეჩეხებიან.

უკავშირდება თუ არა საბანკო რეგულაციების გადავადება მეორე ტურს, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც არჩევნების დღე გამოცხადდება.

ეროვნულმა ბანკმა დღეს დააზუსტა, რომ გადავადება, მაქსიმუმ, 15 ნოემბრამდე მოხდება. სპეციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებიცაა განმარტებული.

ეროვნული ბანკის განმარტებები დამაჯერებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ცენტრალური ბანკი აპოლიტიკურია.

კომერციული ბანკების შემდეგ, რადიკალური შეზღუდვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის იანვრიდან ამოქმედდება.     

დღის ამბები