20 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
ტერაქტი ქალაქ არხანგელსკში - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ეჭვმიტანილის ფოტო გაასაჯაროვა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა არხანგელსკში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის ფოტო გაასაჯაროვა. უწყების მტკიცებით, უშიშროების სამსახურის სამმართველოში 17 წლის ახალგაზრდამ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურგჩანთით შეიტანა და შესასვლელში აამოქმედა.

თავდამსხმელი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. დანაშაულის მოტივი უცნობია, მედიის ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობით მოზარდი სოციალურ ქსელში იმუქრებოდა.

გამოძიება თავდამსხმელის ოჯახის წევრებს და ახლობლებს დაკითხავს. უწყების ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
  

დღის ამბები