14 ნოემბერი 2018,   22:41
ვრცლად
1 აშშ დოლარი, 2 ლარი და 74 თეთრი ღირს - არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარმა გაუფასურება ისევ დაიწყო

ლარმა გაუფასურება ისევ დაიწყო. არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ დევალვაციის ახალ ნიშნულს მიაღწია. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრია. ამ ფონზე კი ექსპერტები ისევ არ ერიდებიან ღიად გააკრიტიკონ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. ეკონომისტებისა და ფინანსისტების პროგნოზით, თუ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ერთობლივ გეგმას არ შეიმუშავებენ მდგომარეობის შესაცვლელად, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მეტად გაართულებს.

"არჩევნების შემდგომი პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განწყობა ექნება მთავრობას, სამწუხაროდ დამარცხების შემთხვევაში მათ დააანონსეს კონფლიქტი, რაც ჩემის აზრით ასევე გავლენას ახდენს მოლოდინებზე და მომხმარებლის განწყობაზე და ლარის კურსზე,"-აცხადებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე.

დღის ამბები