18 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
ლარი უფასურდება, ექსპერტები კი პროდუქტების ფასების ზრდას აანონსებენ

ლარის გაუფასურების პარალელურად პროდუქტებზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს თითქმის გარდაუვალია და თავდაპირველად იმპორტირებული პროდუქტების გაძვირება მოხდება. რადგან ეროვნული ვალუტის კურსი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ პროცესთან და არა მხოლოდ პროდუქტების! არ არის გამორიცხული მოიმატოს მედიკამენტების ფასებმაც. სპეციალისტები ბენზინის გაძვირებასაც აანონსებენ, რომლის ფასმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისედაც მოიმატა.

"ძვირდება ფასები იმ პროდუქტებზე, სადაც მტავრობის მაქსიმალური ჩარევაა და მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავს. ეს არის პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საკვები პროდუქცია. ყველაზე დიდი გაძვირება არის პირველადი მოხმარების საგნებზე და მედიკამენტებზე, მათ შორის მედიკამენტებზე. მედიკამენტებს რომ შევეხოთ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე  ვნახავთ რომ ყველაზე დიდი გაძვირებაა დაახლოებით 55-60%-ის ფარგლებში,"-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

დღის ამბები