25 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
ქვეყანა დგას რეალური საფრთხის წინაშე - ეკა ბესელია გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან.

დეპუტატები პარტიის თავმჯდომარესთან მეორე ტურის წინ კონსულტაციებს გამართავენ. შეხვედრის დაწყებამდე პირველი კომენტარები გაკეთდა. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მეორე ტურში რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება და სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ ორდღიან რიტორიკას აგრძელებს და ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტობის შემთხვევაში შეიძლება ისეთი პოლიტიკური ფიგურები შეიწყალოს, რომ ეს ქმედება დესტრუქციული გახდეს.

„ქვეყანა დგას რეალური საფრთხის წინაშე წარსულში დაბრუნდება, თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი, უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. შეიძლება ისეთი დესტრუქციული იყოს ამ მანდატის გამოყენება, ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ, იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც შეწყალება ჰგონია, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სახიფათო პროცესები,“-ამბობს ბესელია.

ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი სავარაუდოდ ის შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარს გააკეთებს. 

დღის ამბები