19 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - პროდუქტებზე ფასების ზრდასთან ერთად, მედიკამენტებიც გაძვირდა

ლარის კურსის რეკორდულმა ვარდნამ, გავლენა ფასებზე უკვე მოახდინა. საწვავის ღირებულებასთან ერთად, რომელიც საშუალოდ 3 თეთრით გაიზარდა, ფასებმა მოიმატა მედიკამენტებზეც. მოქალაქეები ამბობენ, რომ წამლებზე გაზრდილმა ღირებულებამ განსაკუთრებით პენსიონერები დააზარალა.

„ვერ წვდებიან მოსახლეობა, განსაკუთრებით ის პენსიონერები, წამალი სჭირდება  განსაკუთრებით პენსიონერს და როგორ უნდა შეწვდეს პენსიონერი? და კიდევ აპირებენ მომატებას. რომ მივდივარ პური ღირდა 80 თეთრი და ახლა ღირს ლარი. სხვა ყველაფერზე 10-15 თეთრი მომატებულია რომ შედიხარ მაღაზიაში,“-ამბობენ მოქალაქეები.

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ჯიხურებში  2 ლარი და 72 თეთრია. სპეციალისტები ზამთრის სეზონთან ერთად ლარის უფრო მეტ გაუფასურებას პროგნოზირებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები